საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მე არ მაგონდება (შეიძლება იყო კიდეც ოდესმე, წამლად, ერთეული შემთხვევები), როდესაც ქართველ ლიბერალებს ხმა ამოეღოთ მათ დასაცავად, ვინც მათი კუტოკის, სექტის წარმომადგენელი არ არის ან მათ დისკურსში არ ჯდება.
სასაცილოა, როდესაც დეკლარირებულად პატივს სცემ კანონის უზენაესობას, თანასწორობას, სამართლიანობას, როგორც ლიბერალურ ღირებულებებს (და არამხოლოდ ლიბერალურს), მაგრამ ამავე დროს მუდამ შერჩევითი და მიკერძოებული ხარ და ვიწრო ინტერესებს ვერ სცდები. მერე რა მოხდა, ჩვენ „შუბიექტურები ვალთო", რა პრობლემააო...
პრობლემა კი ის არის, რომ ამ ქვეყანაში ერთი მუჭა გრანტიჭამიების (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ რა ვუწოდო მათ, ვინც დაფინანსების გარეშე „ვაკის პარკში" არ წავა სასეირნოდ) გარდა ათასობით ადამიანია, ვისაც წართმეული აქვს პოლიტიკური თუ სოციალური უფლებები, მაგრამ მათ უბრალოდ „ვერ ამჩნევენ".
ერთი სიტყვით, ლიბერალები ილია და ვაჟა იყვნენ, ესენი ლიბერასტები არიან, ჭიჭიკიას და ივ სენ ლორანის ანეკდოტის არ იყოს. ამ ქვეყანას რა ეშველება, თორემ ამათ ერთპროცენტიანი ზღვარი კიდევ დიდხანს ექნებათ საოცნებო..." - წერს გამსახურდია.