logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: არ განვეკუთნები იმ დეპუტატთა რიცხვს, რომლებსაც შუბლზე აწერიათ - პარლამენტში მოვკვდე, დავიმარხოო!
- +

22 აპრილი. 2016. 12:27


„მე არ განვეკუთნები იმ დეპუტატთა რიცხვს, რომლებსაც შუბლზე აწერიათ - პარლამენტში მოვკვდე, დავიმარხოო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



პარლამენტარის თქმით, მისთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს 2016 წლის არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა.



„შევხედავთ გარემოებას, საჭიროებას, თუმცა ერთ რამეში გარწმუნებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მე აქტიურად მივიღებ მონაწილეობას და ვიქნები ჩემს გუნდთან ერთად", - აღნიშნა ქანთარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner