logo_geo
eng_logo
ექსპერტიზამ გავრცელებულ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა
- +

29 დეკემბერი. 2017. 16:33

 

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალური ტექნიკისა და სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტიზამ არსებულ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა.


ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.

 

„ფარული სამძებრო ღონისძიების გატარების შედეგად მათ მიერ ნათქვამი სიტყვები და ფრაზები ოქმში არის პერსონიფიცირებული

 

დაახლოებით 15 ადამიანი, რომლებიც უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს სააკაშვილის, კურჩენკოს, დინიკისა და დანგაძის სისხლის სამართლის დანაშაულების დოკუმენტირებაში ეხმარებიან, დაკითხულები არიან მოწმის სახით და ამჟამად სახელმწიფო დაცვით სარგებლოგენ", - განაცხადა სარგანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner