სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ სცნო და 2 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ზვიად რატიანის საქმეზე, მოსამართლე ქეთევან მინაშვილის განმარტებით, პოეტს ჯარიმა საახალწლო დღეების გამო შეეფარდა.
„ბატონო ზვიად, მინდა განგიმარტოთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ საახალწლო დღეების გამო მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალი ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა", - განაცხადა ქეთევან მინაშვილმა.