თურქეთის პრეზიდენტმა და რომის პაპმა ტელეფონით იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და ფრანცისკე I-მა აღნიშნეს, რომ იერუსალიმის სტატუსის შენარჩუნება აუცილებელია, რადგან ეს ქალაქი სამი მსოფლიო რელიგიისთვის წმინდა ადგილია და რეგიონის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
თურქეთის პრეზიდენტი და რომის პაპი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. დეკემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და საელჩოს გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
დონალდ ტრამპის ნაბიჯი მუსლიმურმა და არაბულმა ქვეყნებმა უარყოფითად შეაფასეს.