logo_geo
eng_logo
სირიის მედია: აშშ-ის ვერტმფრენებით 47 ჯიჰადისტი გადაიყვანეს
- +

29 დეკემბერი. 2017. 20:27



სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სირიის დეირ ელ-ზორის პროვინციიდან ქვეყნის ჩრდილოეთში აშშ-ის ვერტმფრენებით ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" საველე მეთაურები გადაიყვანეს. დაბალ სიმაღლეზე ფრენის შემდეგ ამერიკული ვერტმფრენები ხასაკეს პროვინციაში დაეშვნენ, რომელსაც ქურთი მებრძოლები და აშშ-ისგან მხარდაჭერილი სხვა ძალები აკონტროლებენ.


სირიის მედია წერს, რომ აშშ-ის ვერტმფრენებით 47 ჯიჰადისტი გადაიყვანეს.


სირიის ხელისუფლება ვაშინგტონს ტერორისტებისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას სდებს ბრალად.


დამასკოში ამბობენ, რომ შემდეგ ჯიჰადისტები სირიის არმიის პოზიციებს ესხმიან თავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner