logo_geo
eng_logo
„25 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ხანძარი არ ყოფილა“ - ბრონქსის ხანძარს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

29 დეკემბერი. 2017. 20:49



ნიუ-იორკის ჩრდილო აღმოსავლეთით, ბრონქსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია: ერთი, ორი და შვიდი წლის. საერთო ჯამში, ხანძარს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.


წინასწარი გამოძიების თანახმად, ხანძარი პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაზქურის აფეთქებამ გამოიწვია. პოლიციის კომისრის, დანიელ ნიგროს განცხადებით, გაზქურა ჩართული ამ ბინაში მცხოვრებმა მოზარდმა დატოვა.


ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ასეთი მასშტაბური ხანძარი არ ყოფილა. ცეცხლის ლოკალიზებას 130 მეხანძრე ცდილობდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner