დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, თუ საზოგადოება ითხოვს ქორწინების ცნების კონსტიტუციაში განსაზღვრას, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, ასეთ მოთხოვნას ყურადღება დაუთმოს.
„ჩემთვის პირადად პრინციპულია ეს საკითხი, მიუხედავად ოპოზიციის არგუმენტისა, რომ ეს საკითხი დაფიქსირებულია კანონმდებლობაში. კი ბატონო, არის, მაგრამ დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი აქვს. ჩვენ თუ ჩავწერთ კონსტიტუციაში, ვინც არ უნდა მოვიდეს უმრავლესობაში, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ამ საკითხის ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.