logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: თუ საზოგადოება ითხოვს ქორწინების ცნების კონსტიტუციაში განსაზღვრას, ყურადღება უნდა დაეთმოს
- +

22 აპრილი. 2016. 12:44


დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, თუ საზოგადოება ითხოვს ქორწინების ცნების კონსტიტუციაში განსაზღვრას, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, ასეთ მოთხოვნას ყურადღება დაუთმოს.



ჩემთვის პირადად პრინციპულია ეს საკითხი, მიუხედავად ოპოზიციის არგუმენტისა, რომ ეს საკითხი დაფიქსირებულია კანონმდებლობაში. კი ბატონ, არის, მაგრამ დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი აქვს. ჩვენ თუ ჩავწერთ კონსტიტუციაში, ვინც არ უნდა მოვიდეს უმრავლესობაში, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ამ საკითხის ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner