logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სამუშაო ძალიან ბევრია და მზად ვართ, პრობლემები 24–საათიან რეჟიმში გადავჭრათ!
- +

29 დეკემბერი. 2017. 22:51


 

„წინასაარჩევნოდ პირობა დავდე, რომ შრომას მიჩვეული ადამიანი ვარ და მზად ვარ, ჩვენს ქალაქს, თბილისს, თბილისელებს ვემსახურო", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „კვირის ინტერვიუ" სტუმრობისას განაცხადა.


„სამუშაო ძალიან ბევრია და მზად ვართ, პრობლემები 24-საათიან რეჟიმში გადავჭრათ. ჩვენ დღეს კონკრეტული, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს, რაც შესაძლოა, ხშირად მტკივნეული აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ქალაქისთვის.


მერია ძალიან დიდი სტრუქტურაა, თავისი შპს-ებით, აიპ-ებითა და სიპ-ებით, სადაც 22 500 ადამიანი მუშაობს, ამიტომ ყველა სამსახურზე ერთ კონკრეტულ ადამიანს, თუნდაც მერს, სრულყოფილი ინფორმაცია ვერ ექნება. სხვათა შორის, სანამ უფლებამოსილებას ოფიციალურად შევუდგებოდი, რამდენიმე სამსახურში სახელმწიფო აუდიტის სამსახური უკვე შესული იყო და კონკრეტულ სამსახურებს ამოწმებდა. ჩვენ უბრალოდ სხვა სამსახურების შემოწმებაც მოვითხოვეთ. ზოგადად, კარგია, როცა მონიტორინგი ხორციელდება და ეს ასეც უნდა იყოს", - განაცხადა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner