ჟურნალისტი ზაზა დავითაია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბატონო პრეზიდენტო,
ამ საახალწლოდ პოლიტპატიმარ ირაკლი დოკვაძის შეწყალებას არ აპირებთ?
სააკაშვილის რეჟიმმა მკვლელობის მცდელობისთვის დაიჭირა, მაგრამ საქმეში მოკლული არ არსებობს!
ხოლო გადარჩენილი დაზარალებული ქალბატონი კატეგორიულად უარყოფს, რომ მას ირაკლი დოკვაძე დაესხა თავს! სხვა უამრავი გარემოება არსებობს, რომელიც დოკვაძის უდანაშაულობას ადასტურებს!
ადამიანს ერთი სიცოცხლე აქვს... და რა გული გაგიძლებთ, ღმერთის ბოძებული ამ სიცოცხლის ნახევარი ჯურღმულში გაატარებინოთ?
ეყო, რაც იტანჯა!
მიანიჭეთ თავისუფლება ირაკლი დოკვაძეს!" - წერს დავითაია.