logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეკოლოგიური მდგომარეობა რომ მძიმეა, ერთ რომელიმე მიმართულებას ვერ დავაბრალებთ
- +

30 დეკემბერი. 2017. 01:23


 

„თბილისში რომ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ეს რომელიმე ერთ მიმართულებას არ შეიძლება დავაბრალოთ", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „კვირის ინტერვიუ" სტუმრობისას განაცხადა. თბილისი მერმა ტაქსებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რაოდენობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.


„პრობლემას ბევრი კომპონენტი ქმნის. აუცილებელია ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, სამშენებლო პროცესების მოწესრიგება და ა.შ.

 

ზოგი 20 000-ზე საუბრობს, ზოგი - 30 000-ზე, მაგრამ თბილისში რამდენი ტაქსი დადის, ამის არანაირი სტატისტიკა არ არსებობს. ჩვენ კონკრეტულ დოკუმენტზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ამაზე მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ. შესაბამისად, ამის შესახებ განვაცხადებთ. კონკრეტიკისგან ჯერჯერობით, თავს შევიკავებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ქალაქში ტაქსების მიმართულება აუცილებლად მოწესრიგდება.

 

ავტობუსების პარკის განახლებისთვის ბიუჯეტის თანხას ვერ დახარჯავ. გვინდა, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, კრიტიკას ვერ უძლებს", - განაცხადა თბილისის მერმა.


კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური გაძლიერება ტყეების, სკვერებისა და პარკების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.


„რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, უნდა ავაშენოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ხარისხიანად, სუფთად უნდა მოხდეს", - აღნიშნა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner