ტერორისტების საქმიანობის მონიტორინგის ცენტრმა SITE-მ განაცხადა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ" სანქტ-პეტერბურგში მაღაზიაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.
27 დეკემბრის საღამოს, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა, რომლის სიძლიერე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო. შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. 4 მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
რუსული მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი სუპერმარკეტში, როგორც მყიდველი ისე შევიდა და ზურგჩანთა შემნახველ საკანში დატოვა. ნახევარი საათის შემდეგ კი მაღაზიაში აფეთქების ხმა გაისმა. ეჭვმიტანილის კადრები გამოცემა Фонтанка-მ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.