logo_geo
eng_logo
სანქტ-პეტერბურგის სუპერმარკეტში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
- +

30 დეკემბერი. 2017. 02:46



ტერორისტების საქმიანობის მონიტორინგის ცენტრმა SITE-მ განაცხადა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ" სანქტ-პეტერბურგში მაღაზიაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.


27 დეკემბრის საღამოს, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა, რომლის სიძლიერე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო. შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. 4 მათგანი ჰოსპიტალიზებულია.


რუსული მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი სუპერმარკეტში, როგორც მყიდველი ისე შევიდა და ზურგჩანთა შემნახველ საკანში დატოვა. ნახევარი საათის შემდეგ კი მაღაზიაში აფეთქების ხმა გაისმა. ეჭვმიტანილის კადრები გამოცემა Фонтанка-მ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner