logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ადამიანს უნდა მივცეთ შანსი...
- +

30 დეკემბერი. 2017. 03:59


 

„არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ციხე უნდა იყოს მანქანა, გამოსასწორებელი ელემენტებით", - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა.


„გამიგია მოსაზრება, რომ ციხის აღარ ეშინიათ. ციხეს საკუთარი ფუნქცია აქვს- ეს არის ადამიანის იზოლირება საზოგადოებისგან იმ დროით და ვადით, რა ვადითაც დადგენილია სასამართლოს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს სრულიად საკმარისი ერთ-ერთი უკიდურესი სანქციაა, როდესაც ადამიანის იზოლირება ხდება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. ახლა რომ დაინერგოს ეგზერკუციის მექანიზმები, თავისუფლების აღკვეთის პარალელურად, არ არის ნორმალური ელემენტი. ბუნებრივია, ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები.

 

პირიქით, როდესაც ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მოხდა მისი იზოლირება სასამართლოს განაჩენის საფუძველზე და ჩვენ უნდა მივცეთ მას შანსი, სხვადასხვა ტიპის ისეთ პროგრამებში ჩაერთოს, რომელიც მას დაეხმარება გათავისუფლების შემდეგ, დაიმკვიდროს საკუთარი თავი ისე, რომ კვლავ დანაშაული არ ჩაიდინოს", -განაცხადა კახიშვილმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner