დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლები თბილისის მერიის ქალაქის გამწვანების აქციას შეურთდნენ და 300 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დარგეს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის" უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტან და ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნების ხელშეწყობა.
სსე-ის თანამშრომლებმა ასევე მოინახულეს შარშანდელი აქციის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგული კვიპაროსები. სსე მსგავს აქციებს მომავალშიც განაგრძობს.