თბილისის მერი კახა კალაძე ვერ აკონკრეტებს ზუსტ თარიღს, თუ როდის დამტკიცდება დედაქალაქის გენერალური გეგმა. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ისაუბრა.
„გამიჭირდება ზუსტად თარიღებზე ვისაუბრო, როდის მიიღებენ დოკუმენტს, მაგრამ ის ხარისხობრივად ძალიან მაღალი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ევროპული ქვეყანა ვართ და ჩვენი დედაქალაქიც იმსახურებს მაღალი ხარისხისა და კვალიფიკაციის გენერალურ გეგმას. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გენგეგმა ძალიან მაღალი ხარისხის იყოს", - განაცხადა კალაძემ.