უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:
„ე.წ პოეტ ზვიად რატიანზე რომ ატეხეს მთელი აყალმაყალი, 2010 წელს ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი რომ დააპატიმრეს მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გინებისათვის პოლიციელებთან, რაზეც მას 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მაშინ რატომ არ იღებდით ხმას?
მოგწონდათ ხომ მაშინდელი ძალადობა - დაპატიმრებები - „სამართლიანობისათვის მებრძოლებო"?!
აქვე დავსძენდი და ვადასტურებ, რომ ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე მოქალაქეების მხრიდან..." - წერს გრიგოლ გაგნიძე.