logo_geo
eng_logo
ანაკლიის პორტის მშენებლობის მცდელობები
- +

30 დეკემბერი. 2017. 14:17

 


ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო, თუმცა იქამდე, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთი ინიციატივა და პროექტი არსებობდა: ინიციატივები სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს, როცა ანაკლიაში პორტის საჭიროებაზე საუბრობდნენ.


ნავსადგურის პირველი მცდელობა1960-იანი წლების ბოლოთი თარიღდება. იდეის განხორციელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სანაპიროზე პირსის აშენება იყო. სამწუხაროდ, იდეა ამ ეტაპს ვერ გასცდა.


პროექტის პირველი მონახაზი 1974 წელს ჩნდება, როცა ანაკლიის მისადგომების ათვისებისთვის, ოკეანოლოგ ზენკოვიჩის ავტორობით გეგმა შეადგინეს.


1980-იანი წლების დასაწყისში ანაკლიის პორტს კვლავ უბრუნდებიან. ამ პერიოდით თარიღდება პროფესორ არჩილ კიკნაძისა და არქიტექტორ გიორგი მეტრეველის ანაკლიის პორტის პროექტი. 1986 წელს მომზადებულ კვლევაში კი „საქნაპირდაცვის“ სამსაუხრი მაშინდელ მთავრობას რეკომენდაციას უწევს, რომ ანაკლია საქართველოს სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის საუკეთესო ადგილია.


1993-93 წლებში საქართველოს მთავრობას ბათუმის პარალელურად ანაკლიაში ნავთობტერმინალის მშენებლობის მცდელობა ჰქონდა.


1997 წელს ანაკლიაში პორტის მშენებლობით დაინტერესებულმა ისრაელის მეწარმეთა ჯგუფმა ტრანსპორტის სამინისტროს მიმართა. თუმცა, მათ შესაბამისი ბიზნესგეგმა არ წარუდგენიათ.


პორტის საპროექტო წინადადებები 1998-1999 წლებში კვლავ გაიხსენეს, რომელიც ქართულ-უკრაინულმა კონსორციუმმა „ეგრისმა’ წარადგინა. მოგვიანებით, 2000 და 2001 წლებში ანაკლიის პორტის მშეენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. ტენდერებში 12-მდე საერთაშორისო კომპანიის განაცხადები ფიქსირდება. თუმცა, აფხაზეთთან გამწვავებული მდგომარეობის გამო, პროცესი ვერ დასრულდა.


2002 წელს ანაკლიის გეგმარების ალტერნატიული ვარიანტი შეიქმნა, რომელიც „მშენპროექტმა“ დაამუშავა.


2010 წელს ანაკლიის პორტი ისევ აქტუალური ხდება გახმაურებული პროექტის “ლაზიკის” სახელწოდებით. ანაკლიაში ქალაქის და პორტის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს პროექტიც განუხორციელებელი დარჩა.


 

2013 წელს მთავრობამ იაპონურ კომპანია PADECO-ს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მიზანშეწონილობის კვლევა დაუკვეთა; კომპანიამ პორტის აშენების საუკეთესო ადგილი გამოავლინა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner