logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკისთვის ყველაზე ცუდი არის ლარის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება
- +

22 აპრილი. 2016. 13:27


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკონომიკისთვის ყველაზე ცუდი არის ლარის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება.



ჩვენ, ხელისუფლების შტოებს გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა, რაც სწორი პოლიტიკაა. ეკონომიკისთვის ყველაზე ცუდი არის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება, ამიტომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში, რაც დარჩა, ველოდებით ლარის გამყარებას.
გარდა იმისა, რომ ბუნებრივად მოხდება ლარის გამყარება, არის დაგეგმილი კიდევ კონკრეტული ქმედებები, რომელსაც ეროვნული ბანკი თვითონ გააჟღერებს რაღაც პერიოდში იმისთვის, რომ ლარზე გაჩნდეს მეტი მოთხოვნა და ლარი იყოს უფრო საჭირო ეკონომიკაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც აუქციონზე დოლარს ყიდულობს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner