ავტორი მარიამ ტატიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორთან" საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრა და ქვეყანას წინსვლა უსურვა.
„ვინაიდან ახალი წელი ოჯახური ტრადიციაა, ოჯახში შევხვდები ახალ წელს. კარგად გვაქვს დაცდილი და იმედია, 2018 წელიც კარგი იქნება.
ჩვენს ქვეყანას წინსვლას, წარმატებას, ბევრ ტურისტსა და ინვესტორს და ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას ვუსურვებ. ყველა ის ვალდებულება, რაც მთავრობას ქვეყნის წინაშე აქვს, შეესრულებინოს, მათ შორის 2018 წელს დაგეგმილი პენსიების ზრდა..." - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.