„სიკვდილის წინ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 50 000 დოლარზე გაცილებით მეტი თანხა ჰქონდა", - ამის შესახებ „ასავალ-დასავალს" ზვიად გამსახურდიას ვაჟმა განუცხადა. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, პრეზიდენტს 1 მილიონი დოლარი ჰქონდა, რომელიც მას მისმა მეგობარმა ჯოჰარ დუდაევმა მისცა.
„სად და ვინ წაიღო მილიონი დოლარი, რომელიც მას ჯოჰარ დუდაევმა მისცა? ზვიად გამსახურდიას მილიონი დოლარი იმქვეყნად არ წაუღია. შეიძლება თუ არა, რომ ეს თანხა ბესარიონ გუგუშვილმა წაიღო? ვერაფერს გეტყვით - ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს", - ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.