ავტორი მარიამ ტატიშვილი
„ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები. ბავშვების „დაკვეთაა", რომ დეკემბრის დასაწყისშივე მოვრთოთ ხოლმე ნაძვის ხე", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაზა გაბუნიამ „რეპორტიორთან" საუბრისას და თავის საახალწლო ტრადიციებზე მოგვიყვა.
„სამი შვილი მყავს და ეს ეტყობა კიდეც საახალწლო ინტერიერს. ახალ წელს განსაკუთრებული ტრადიცია არაფერი გვაქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თბილი და საოჯახო დღე ყველასთვის. 1 იანვარს შობის მოახლოების სურნელი ახლავს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა განსაკუთრებული დღეა.
იმის გათვალისწინებით, რომ თვის ბოლომდე ბევრი კანონპროექტის მოსწრება გვიწევს, რადგან არის მთელი რიგი საკითხები, რაც 2017 წელსვე უნდა მივიღოთ, დიდი დრო არ მაქვს, რომ წინასაახალწლო მზადებაში აქტიურად მივიღო მონაწილეობა. მაქვს იმედი, რომ ორ დღეს მაინც გამოვნახავ და მეც მივიღებ მონაწილეობას ამ პროცესში", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.