ავტორი მარიამ ტატიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას, საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა და ქვეყანას წარმატებები უსურვა.
„ახალ წელს მშვიდად, წყნარად ოჯახურ გარემოში, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ვხვდები ხოლმე.
ვისურვებდი, რომ, პირველ რიგში, თითოეულმა ჩვენგანმა შეიგნოს, ეს ქვეყანა და სამშობლო მათია. მინდა, ერთმანეთის სიყვარული და გატანა გვქონდეს. წარმატებას, წინსვლასა და გამართლებას ვუსურვებ ყველას", - აღნიშნა კობა კობალაძემ.