logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ჩემი ერთადერთი სურვილი ესაა, აკვარიუმში ადამიანი ვერ იცხოვრებს
- +

1 იანვარი. 2018. 13:45



ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორთან" საახალწლო სურვილებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისი ყველაზე დიდი სურვილია, ხალხმა სამშობლოს იდეა ბოლომდე იგრძნოს.


რაც ყველაზე მეტად მაღელვებს არის ის, რომ ჩვენ სამშობლოს იდეას ბოლომდე ვერ ვგრძნობთ და ვუსურვებდი ჩვენს ერს, რომ ეს გვეგრძნოს. თუ ჩვენ სამშობლოს იდეას ვიგრძნობთ, გვექნება იდეა, რომელსაც მოვემსახურებით ყველა ერთხმად და ერთმანეთის ცუდის დანახვის მოტივაციის ნაცვლად, ჩვენი საქმე იქნება რაღაცის შექმნა. ერი, რომელიც შექმნაზე არის ორიენტირებული, ის ქმნის კარგ და ძლიერ ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები შეიძლება იდეალურები არ იყვნენ.

 

ჩემი ერთადერთი სურვილი არის ეს, აკვარიუმში ადამიანი ვერ იცხოვრებს. შეუძლებელია, ერი იყოს ცუდად და შენ იყო კარგად, რადგან შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს ყველა სხვა დანარჩენი ქმნის, ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი სახელმწიფო. ეს არის, რაც მე, როგორც საჯარო პირს მინდა ვუსურვო ჩემს თავსაც, სამშობლოსაც და ხალხსაც", - ამბობს არჩილ გამზარდია.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner