ავტორი მარიამ ტატიშვილი
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საუბრისას ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და უარყოფითი ენერგიისაგან გათავისუფლება უსურვა.
„ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, მშვიდობასა და მეტ გონიერებას ვუსურვებ. ის უარყოფითი ენერგია, რომელიც ასე მოზღვავებულია ჩვენს საზოგადოებაში, რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყოს და ქარსა და წყალს წაეღოს ჩვენი ქვეყნიდან.
მეტ სიყვარულს ვისურვებდი ერთმანეთთან ურთიერთობაში და ასევე, პრესა უფრო კეთილშობილი და გონიერი გამხდარიყოს, ვიდრე დღეს არის", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.