ავტორი მარიამ ტატიშვილი
„ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას", - ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ „რეპორტიორთან" განაცხადა და საახალწლოდ ქვეყანას ბევრი წარმატებული ადამიანის ყოლა უსურვა.
„ჩვენი ყველაზე მთავარი ტკივილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებია. ვუსურვებ, რომ პატარა შესაძლებლობებით წინ წავწიოთ ეს ყველაფერი.
ასევე ქვეყანას ბევრი წარმატებული, გონიერი და შრომისმოყვარე ადამიანის ყოლას ვუსურვებ. ეს ყველაზე მთავარია, იმიტომ, რომ როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, ორგანიზაციისთვის და ნებისმიერი საქმისთვის, ამას სჭირდება მონდომებული, შრომისმოყვარე, გონიერი და საქმეზე შეყვარებული ადამიანი. სწორედ ბევრ ასეთ ადამიანს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.