ავტორი მარიამ ტატიშვილი
კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა „რეპორტიორთან" წინასაახალწლო განწყობაზე ისაუბრა და ყველა ოჯახს ბედნიერი ახალი წელი უსურვა.
„წლევანდელი წელი ჩემთვის უბედნიერესი წელია, რადგან ოჯახში მეექვსე წევრი შემოგვემატა - ჩემი შვილიშვილი და ყველანი ვართ ძალიან ბედნიერები. მინდა, საქართველოში ყველა ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, სიხარული და ჯანმრთელობა. ის უბედურებები, რაც ხდებოდა 2017 წელს, წაეღოს და ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი ნებისმიერი ოჯახისათვის. თითოეული ოჯახის ბედნიერება ჩემი ბედნიერებაა. როცა კარგად არიან ჩემი გარშემომყოფები, მაშინ მეც კარგად ვარ. ძაღლის წელი სიხარულისა და ბედნიერების მომტანია. მინდა, ყველა ოჯახში ბედნიერება სუფევდეს", - აღნიშნა დათო ოქიტაშვილმა.