ავტორი მარიამ ტატიშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორთან" საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრა და ქართველ ხალხს უსაფრთხოდ ყოფნა უსურვა.
„საახალწლო ტრადიცია, რაც მაქვს, მოსწონს ჩემი ოჯახის ყველა წევრსა თუ ახლობელს. ეს არის ყველა მათგანისთვის საჩუქრის ჩუქება - არა ძვირფასი, მაგრამ სამახსოვრო საჩუქრის... ახალ წელს სახლში ვხვდები ხოლმე.
ქვეყანას ვუსურვებდი და არა მხოლოდ ვუსურვებდი - ხატის წინაშე ვილოცებდი, რომ ჩვენს შვილებს ლამაზი ქვეყანა ჰქონოდეთ და უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ ამ ქვეყანაში", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.