ავტორი მარიამ ტატიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას ჩვენს ქვეყანას - ღვთის წყალობა, ხოლო ხალხს სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა უსურვა.
„ჩვენ ქვეყანას ვუსურვებ ღვთის წყალობასა და მადლს. ვაპატიოთ ერთმანეთს შეცდომები, ვიყოთ კარგ ხასიათზე, მწვალებლური აზრები მოვიშოროთ და მივხვდეთ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, არიან ჩვენზე უკეთესებიც და ჩვენზე ლამაზებიც... ვიყოთ თავმდაბლები და გვიხაროდეს სიკეთე. სულ ღიმილიანები ვყოფილიყავით. ასევე სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა და გულის სისუფთავე გვქონოდეს, ჩვენ თვითონ არ დავღუპოთ ჩვენი თავი", - აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.