წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარათში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, თუმცა სოფლის რწმუნებულის თქმით, დასახლებაში ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს. მისივე განმარტებით ხანძარი რთულად მისადგომ ადგილზე გაჩნდა და შესაბამისად, მაშველები შემოვლითი გზით ასვლას ცდილობენ.
ადგილზე ამ დროისთვის ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.