logo_geo
eng_logo
იან კელი: მნიშვნელოვანია, მედია სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს
- +

22 თებერვალი. 2016. 10:25



აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მედია სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან წელს არჩევნები ტარდება.



ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ინფორმაციაზე დაფუძნებული არჩევანი, ამისათვის კი მათ წვდომა უნდა ჰქონდეთ მედიაზე. ჩვენ მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენებს ყურადღებით სწორედ ამ კუთხით ვაკვირდებით", - განაცხადა იან კელიმ.



იან კელის განცხადებით, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner