logo_geo
eng_logo
თემურ ჭკუასელი: ჩოხატაურში ფეხს არ გადავდგამ, თუ „ქართული ოცნება“ არ გადაწყვეტს, კენჭი ვიყარო
- +

22 აპრილი. 2016. 13:49


„ზოგიერთი თავს იზღვევს, თუ სიაში არ მოვხვდები, მე ვიცი, როგორც მოვიქცევიო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა საარჩევნო სიის ფორმირებაზე საუბრისას განაცხადა.




ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, თუ მომავალ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" არ გადაწყვიტა, რომ მან არჩევნებში კენჭი იყაროს მაჟორიტარად, თვითონ არჩევნებში დამოუკიდებლად კენჭს არ იყრის.



„ყველას თავისი გზა აქვს, ბუნებრივია... მიუხედავად იმისა, ვიცი, რა დამოკიდებულებაა ჩემს მიმართ ჩოხატაურის რაიონში, თუ „ქართული ოცნება" არ გადაწყვეტს, კენჭი ვიყარო მაჟორიტარად, ჩემით იქ ფეხს არ გადავდგამ. გულწრფელად გეტყვით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა ნაკლები აქვთ, პარლამენტი თავშესაფარია. მაგრამ ჩემთვის და ჩემისთანა ადამიანებისთვის, ეს ძალიან რთული საქმეა, ყოველდღიურ რეჟიმში დატვირთულად ვმუშაობ, ეს შესაძლოა გარედან არ ჩანს, მაგრამ განუწყვეტლივ ამ რეჟიმში ვარ", - განაცხადა დეპუტატმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner