ავტორი მარიამ ტატიშვილი
დიზაინერმა ავთო ცქვიტინიძემ „რეპორტიორს" საახალწლო ტრადიციებზე უამბო. როგორც მან აღნიშნა, ახალ წელს ყოველთვის ოჯახურ გარემოცვაში ხვდება.
„როგორც ყოველთვის, ოჯახურ გარემოცვაში, ძალიან თბილ და ახლო წრეში ვხვდები ახალ წელს სახლში. შემდეგ უკვე გავდივართ უახლოეს ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. ძალიან თბილი და ტკბილი საღამო გვაქვს, დახუნძლული ლამაზი სუფრითა და ნაძვის ხით", - აღნიშნა ავთო ცქვიტინიძემ.