logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: იმედია, ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება
- +

2 იანვარი. 2018. 10:45



„მჯერა, რომ მომავალი წელი საუკეთესო იქნება. პირველ რიგში ქვეყნისთვის, რადგან თუ ქვეყანაში არ იქნება წარმატებები და სიხარული, ვერც ოჯახებში იქნება იგივე. ქვეყნის მდგომარეობა ოჯახებზეც აისახება", - ამ თემაზე „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორთან" ისაუბრა და ქვეყანას ახალი წელი მიულოცა.


„მინდა, რომ თქვენი სააგენტოს სახელით, მთელ საქართველოს მივულოცო. ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ყველა სურვილი უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კარგი იქნება, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები მაინც გადაიდგას ამ მიმართულებით.

 

იმედია, ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება, რადგან დაიღალა ქვეყანა ამდენი ვაებით. ყველა ჩვენგანმა ტკივილი განვიცადეთ იმ უბედურებებით, რაც ქვეყანაში იყო დაკავშირებული სხვადასხვა მოვლენებთან. როგორც ყოველთვის, ცუდს მოსდევს კარგი, ამიტომ მომავალი იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. თითოეული ჩვენგანის ეს სურვილი მინდა ასრულდეს. თითოეულ ოჯახს ხვავსა და ბარაქას ვუსურვებ.

 

ასევე „რეპორტიორს" და მის თანამშრომლებს ვუსურვებ წარმატებებს, კარიერულ წინსვლას, ხვავსა და ბარაქას", - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner