logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: განსაკუთრებული ტრადიციები მქონდა მაშინ, როცა...
- +

2 იანვარი. 2018. 11:45



საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე „რეპორტიორს" საახალწლო ტრადიციებზე ესაუბრა. მისი თქმით, ახალ წელს ოჯახის ყველა წევრი სახლში ხვდება.


„ახალ წელს ტრადიციულ-ქართულად ვხვდები. განსაკუთრებული ტრადიციები მქონდა მაშინ, როცა ბავშვები პატარები იყვნენ. ჩემი ძმა გადაიცვამდა თოვლის ბაბუის ფორმას, მოდიოდა და ჩემს შვილიშვილებს თოვლის ბაბუა ეგონათ. ეს იყო ჩვენი ტრადიცია.

 

ასეთივე ტრადიცია გვქონდა ჩემი მშობლების ოჯახშიც. მაშინაც ჩემი ახლო მეზობლები მათი შვილებით მოდიოდნენ. ბავშვებს დედაჩემი გვიწყობდა ნაძვის ხეს. გვყავდა ერთ-ერთი მეზობელი, რომელსაც თოვლის ბაბუის ფორმას იცვამდნენ.

 

ახლა ახალ წელს ყველა ოჯახში ვხვდებით. ჩემი ქალიშვილი და სიძე, როცა უფრო ახალგაზრდები იყვნენ, ღამე კონცერტებზე მიდიოდნენ ხოლმე. მაგრამ ახლა ისინიც ოჯახში ხვდებიან. 1-ელ იანვარს  მოდიან სტუმრები, ჩვენი ამხანაგები, 2-ში - ნათესავები", - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner