ახალი წელი მსოფლიოს ყველა კუთხეში მოდის, მაგრამ მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ხვდებიან, ზოგგან - საკმაოდ უცნაურადაც კი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ პურის კედლისათვის დაშენას წარმატება მოაქვს, სხვებისათვის კი წინასაახალწლოდ საფრთხობელას დაწვა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორიც ჩვენთვის - გოზინაყის მომზადება. ეს კიდევ არაფერია: ზოგგან უახლოეს მეგობარს ხელჩართულ ბრძოლაში იწვევენ, რომ ახალ წელს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.
გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში 25 ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიიცისთვის მოგვეყარა თავი.
ეკვადორში ახალი წლის დადგომას საფრთხობელებისა და გასული წლის ფოტოების დაწვით აღნიშნავენ.
ესპანელების აზრით, თუ ახალი წლის ღამეს ყურძნის 12 მარცვალს შეჭამ, მომავალი წელი ბედნიერებას მოგიტანს.
აქ ფიქრობენ, რომ ახალ წელს სუფრაზე ყველაფერი მრგვალი უნდა იდოს. ხილი, ბოსტნეული, ტკბილეული და ა.შ ის, რაც ფორმით მონეტას წააგავს, კეთილდღეობისა და ბევრი ფულის მომტანია.
სამხრეთ ამერიკაში ახალი წლის ღამეს ადამიანები ფერად საცვლებს იცვამენ, ფერს კი იმის მიხედვით არჩევენ, თუ რა სურთ ყველაზე მეტად. თუ წითელს ჩაიცვამ, აუცილებლად გაგიმართლებს სიყვარულში, ოქროსფერი ფინანსურ წარმატებას ნიშნავს, თეთრი ფერი კი ურთიერთობაში ჰარმონიასა და მშვიდობას შემოიტანს.
იაპონელების აზრით, ახალ წელს 108-ჯერ ზარის ჩამოკვრა ცხოვრებას უარყოფითი ენერგიისაგან გაწმენდს, რაც მათ სადღესასწაულო განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.
პერუში ახალ წელს მეგობრები ხელჩართულ ბრძოლაში ებმებიან, ხოლო ამის შემდეგ ახალი ფურცლიდან იწყებენ ცხოვრებას და სამუდამოდ ივიწყებენ ძველ წყენას.
შვეიცარიაში ახალ წელს ნაყინის ბურთულებით ეგებებიან, რომელთაც საგანგებოდ ძირს ყრიან.
რუმინელები მონეტებს ყრიან მდინარეში, რამაც დამდეგ წელს ბევრი ფული უნდა მოუტანოთ.
პუერტო-რიკოში ბოროტი სულებისა და ნეგატიური აურისაგან თავის დასაღწევად წყლიან ჭიქას აგდებენ ფანჯრიდან.
ბელგიაში არც ერთ ფერმერს არ ავიწყდება, რომ ძროხებს ბედნიერი ახალი წელი უსურვოს.
იმ იღბლიან ბოლივიელს, რომელიც საგანგებოდ მომზადებულ ნამცხვარში მონეტას აღმოაჩენს, წარმატებული წელი ექნება.
ფრანგები აფასებენ გემრიელ საჭმელს, ამიტომ ახალ წელს ისინი ყველაზე ტკბილ საახალწლო ბლინებს მიირთმევენ.
კოლუმბიელებს ყველაზე მეტად ახალი შეგრძნებები უყვართ. მათ სჯერათ, რომ თუ ახალი წლის დადგომამდე მთელი დღე ახლოს ექნებათ საკუთარი ჩემოდანი, მომავალ წელს მოგზაურობასა და გართობაში გაატარებენ.
დანიელები ცდილობენ, რაც შეიძლება მაღლა ახტნენ, რომ იღბლიანი წელი ჰქონდეთ.
ტაილანდში ადამიანები ერთმანეთს წყლით ბომბავენ.
ჩილეში წინასაახალწლოდ გარდაცვლილებს იხსენებენ. საყვარელი ადამიანის საფლავზე ღამის გათევა მისთვის პატივის მიგებას ნიშნავს.
ბელგიელი კოლეგების მსგავსად, რუმინელი ფერმერებიც ცდილობენ, ახალ წელს აუცილებლად ჰქონდეთ ურთიერთობა ფერმის ბინადრებთან. მათი აზრით, ეს ბედნიერი მომავალი წლის საწინდარია.
ირლანდიელები ახალ წელს პურს ესვრიან სახლის კედლებს, მათი აზრით, პურს აქვს ძალა, რომელიც ბოროტ სულებს დააფრთხობს.
სამხრეთაფრიკული ტრადიციის თანახმად, ახალი წლის ღამეს სასურველია ძველი ავეჯისა და ნივთების ფანჯრიდან მოსროლა.
შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ციმბირში ახალ წელს გაყინულ წყალში საცვლების ამარა ჩახტომით ხვდებიან.
ფინელების აზრით, წყალში გამდნარი მეტალის ჩასხმით მომავალი წლის წინასწარმეტყველება შეიძლება.
ადამიანის ნებისმიერი გამოსახულებისა თუ ნივთის დაწვა პანამელებისათვის საუკეთესო და ბედნიერი მომავალი წლის გარანტიაა.
დასტაცეთ ხელი ლითონის ჭურჭელს სამზარეულოში, გამოდით გარეთ და იხმაურეთ შუაღამისას, თუ გსურთ, რომ ავსტრალიურად შეხვდეთ ახალ წელს.
ესტონელები ახალ წელს დღეში 7-ჯერ მიირთმევენ საჭმელს, რაც მომავალ წელს მათ ბარაქას მოუტანს.
ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც დიდი სიხარულით ეგებებიან ახალი წლის დადგომას. დღესასაწაულს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნავთ, მივირთმევთ გემრიელ საჭმელებს და საჩუქრებით ვახარებთ ერთმანეთს. ყველაზე გავრცელებული საახალწლო ტრადიცია კი მეკვლეა. ეს არის ადამიანი, რომელიც ყურადღებით უნდა შეარჩიო, რადგან სწორედ მისი ფეხის შემობიჯება წყვეტს, როგორი წელი ექნება ოჯახს.