ავტორი მარიამ ტატიშვილი
კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორთან" საახალწლო ტრადიციაზე ისაუბრა და ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობა უსურვა.
„საქართველოში ორი ახალი წელი გვაქვს და რომელს შევხვდეთ არ ვიცით, ამიტომ ვხვდებით ორივეს. რაღაც განსაკუთრებული ტრადიციები საახალწლოდ არ მაქვს.
ქვეყანას, პირველ რიგში, სტაბილურობას ვუსურვებ და, რა თქმა უნდა, უკეთეს მომავალს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს მაინც პოლიტიკური სტაბილურობა მგონია, რომ რამენაირად მოვახერხოთ სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკის გაძლიერება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.