ავტორი მარიამ ტატიშვილი
„მთელი ჩემი შემოქმედებით, მხედველობაში მაქვს წიგნები, სულ ხალხის მიმართ სიყვარულს გამოვხატავ და ამასვე ვუსურვებ საახალწლოდ", - ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თემურ ჭკუასელმა „რეპორტიორთან" ისაუბრა და ქართველ ხალხს ახალი წელი მიულოცა.
„მსოფლიოში დაძაბულობა იგრძნობა და ვისურვებდი, მოხსნილიყოს ეს დაძაბულობა. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ნელ-ნელა ვითარდება და წინ მიდის, ასე რომ, უკეთესი მომავლის იმედით შევხვდეთ ახალ წელს. ქართველ ხალხს ვუსურვებ ბედნიერებას, გამრავლებას, სიხარულსა და მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს", - ამბობს თემურ ჭკუასელი.