logo_geo
eng_logo
სტუდენტები: დარეჯან თვალთვაძე არის იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც დღეს ვებრძვით უნივერსიტეტში
- +

22 აპრილი. 2016. 14:22


„დარეჯან თვალთვაძე არის იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც დღეს ჩვენ ვებრძვით უნივერსიტეტში", - ამის შესახებ „აუდიტორია 115"-ის წევრებმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.



მათი თქმით, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირია ყველა იმ არასწორ ქმედებაზე, რაც უნივერსიტეტში ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს.


„ის არის პასუხისმგებელი ბევრ პროცესზე, რაც თსუ-ში ხდებოდა; თუნდაც 2006 წელი, როცა ლექტორების მასობრივი გათავისუფლება მოხდა. მას შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ამ ყველაფერზე ხმა არ ამოუღია. ვიმედოვნებთ, რომ ახალ რექტორს სამართლიან პირობებსა და გარემოში ავირჩევთ. როგორც ვიცით, თვალთვაძე თავად არ აპირებს, კენჭი იყაროს რექტორის არჩევნებში", - განაცხადა თსუ-ს სტუდენტმა დეა ჭოლოკავამ.



ამასთან, სტუდენტები 25 აპრილს საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ თსუ-ს პირველი კორპუსიდან სუს-ის შენობის მიმართულებით.



„ეს იქნება პროტესტი იმ პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო წინა ხელისუფლების დროს. აღმოჩნდა რომ მათი პოლიტიკური გადმონაშთები დღესაც იმავე პოლიტიკას აგრძელებენ. ჩვენ არ გვეშინია, არ შევწყვეტთ ბრძოლას", - განაცხადა სტუდენტმა მარიამ ბაღდავაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner