ავტორი მარიამ ტატიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას, ყველა ოჯახს დოვლათი და ნაკლები პრობლემების ქონა უსურვა.
„რაც ხდება ყველა ქართულ, ტრადიციულ ოჯახში, იგივე ხდება ჩემთან, განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია არ მაქვს.
მინდა, ყველა ოჯახში იყოს სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა და სიუხვე. დადგეს ის დრო, რომ არ იყოს არცერთი გაჭირვებული ადამიანი, რომელიც ასე ხვდება ახალ წელს. ყველა ოჯახს ვუსურვებ დოვლათს, სიკეთესა და ნაკლებ პრობლემებს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.