logo_geo
eng_logo
მსოფლიო საახალწლო ტრადიციები
- +

2 იანვარი. 2018. 15:45


 

 ინგლისი

ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საყვარელ ოჯახურ დღესასწაულად ითვლება შობა. ამიტომ ახალ წელს ინგლისელები ნალებად პომპეზურები არიან. ისინი ტრადიციულად გამოდიან მთავარ მოედანზე, რომ მიულოცონ ერთმანეთს ახალი წლის დადგომა ბიგბენის ზარების რეკვის ფონზე.

 

გერმანია

გერმანიას უნდა უმადლოდეს მსოფლიო ულამაზესი ტრადიციის არსებობისთვის - ეს არის ნაძვის ხის მორთვა. შუშის ნაძვის ხის სათამაშოების და ხელოვნური ნაძვის ხეების არსებობაც სათავეს გერმანიაში იღებს.


საშობაო მაგიდას გერმანიაში აფარებენ თეთრ სუფრას, ალამაზებენ მას ნაძვის პატარა ტოტებით, არომატული სანთლებითა და სხვადასხვა სუვენირებით.

 

საფრანგეთი

შობა და ახალი წელი საფრანგეთში - ეს არის კულინარული ფანტაზიების ნამდვილი დღესასწაული. სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ცნობილი ფრანგული შამპანური - მხიარულების და დროსტარების დედაბოძი. ბოსტნეული, ხილი, მწვანე სალათი, შებოლილი ორაგული, ხიზილალა და რა თქმა უნდა „ფუა-გრა" (ცნობილი პაშტეტი მომზადებული ბატის ღვიძლისგან). ცხელი კერძის სახით საშობაო სუფრას აუცილებლად ამშვენებს შემწვარი დედალი ინდაური და ხამანწკები - ფრანგების ნაციონალური სიამაყე. სადღესასწაულო დესერტს წარმოადგენს ცნობილი საშობაო ნამცხვარი ტორტი და შოკოლადი.


ესპანეთი და პორტუგალია

ყურძნის მტევანი მრავალ ქვეყნაში, მათ შორის ესპანეთსა და პორტუგალიაშიც მიჩნეულია ხვავის, ჯამრთელობისა და ოჯახური კერის სიმბოლოდ. ამიტომ ტრადიციის თანახმად საახალწლო ღამეს ესპანეთსა და პორტუგალიაში საათის ყოველ დარტყმასთან ერთად მიირთმევენ ყურძენს და ჩაუთქვამენ სურვილს: თორმეტი დარტყმა- თორმეტი სურვილი, წელიწადის ყოველი თვის გათვალისწინებით.

 

ავსტრია

ძველად ავსტრიაში ბედნიერების მომტანად ითვლებოდა საახალწლოდ საკვამურის მწმენდავთან შეხვედრა. ავსტრიელებს სჯეროდათ, რომ ვინც მას შემთხვევით შეეხებოდა და მოისვრებოდა წარმატებული ახალი წელი ექნებოდა.

ავსტრიული ტრადიციის მიხედვით, აუცილებელია ახალ წელს მოისმინო წმინდა სტეფანეს ტაძარზე აღმართული „მსოფლიო ზარების" სადღესასწაულო რეკვა. ამიტომ ათასობით ადამიანი 31 დეკემბერს ტაძრის მოედანზე იკრიბება.


შოტლანდია

შოტლანდიური ტრადიციის მიხედვით საახალწლო ღამეს ცეცხლს უკიდებენ კუპრიან კასრებს და ქუჩებში აგორავებენ. ამ ტრადიციით ისინი ცეცხლს უკიდებენ ძველ წელს და ეპატიჟებიან ახალს. საინტერესოა, რომ შოტლანდიელებსაც აქვთ „მეკვლეობის" ტრადიცია და სჯერათ, რომ მათი წარმატება მომავალ წელს დიდად დამოკიდებულია მეკვლეზე. მათი აზრით, დიდი წარმატება მოაქვს შავგვრემან მამაკაცს, რომელსაც მოაქვს ოჯახში საჩუქრები. ამ ტრადიციას უწოდებენ „ფერსტ ფუტინგი"

საახალწლო სუფრისთვის შოტლანდიაში აცხობენ დიდ ტორტს, რომელიც მორთულია ნუშით, ნიგვზით, კანფეტებით, შაქრის და მარცეპანის ფიგურებით. ტორტს როგორც წესი ამშვენებს ნაციონალური ემბლემები-შოტლანდიური ჯვარი, გადაჯვარებული ხელები ზღვის ფონზე, მთები და სხვა.


 ავსტრალია

ავსტრალიაში საახალწლოდ თოვლი, ნაძვის ხე და სხვა საახალწლო ატრიბუტები არ აქვთ, თოვლის ბაბუა ჩნდება სიდნეის სანაპიროზე სპეცილურად მორთულ სერფერზე გამოწყობილი საცურაო კოსტიუმში. თუმცა საახალწლო ტრადიციები ნაწილობრივ დაცულია, მას აუცილებლად აქვს თეთრი წვერი და ახურავს სანტა კლაუსის წითელი ქუდი.

 

ინდოეთი

ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებულია ახალი წლის შეხვედრის ტრადიციით. ინდოეთში ახალ წელს ხვდებიან წელიწადში 8-ჯერ. ერთერთ ასეთ დღეს უწოდებენ ინდურ „გუდი პადვას". ამ დღეს ყველა მხიარულობს და ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს. ამ დღეს ინდოელები დგებიან მზის ამოსვლასთან ერთად, ეწყობა ინ სადღესასწაულოდ, შემდეგ კი ფიქრობენ თავის წარსულ საქციელზე, ქმედებებზე და როგორ გამოასწორონ ის, რაც გააფუჭეს გასულ წელს.


იაპონია

ახალი წლის დადგომის მომენტში იაპონელები იცინიან, რადგან სჯერათ რომ სიცილი აუცილებლად მოუტანთ წარმატებას მომავალ წელს. პირველ საახალწლო ღამეს მიღებულია ტაძრებში წასვლა. ამ დროს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ისმის ზარების რეკვა. იაპონიაში ითვლება, რომ ყოველ ადამიანს გააჩნია 6 ნაკლი: გაუმაძღრობა, სიავე, სისულელე, ქარაფშუტობა, გაუბედაობა და სიხარბე. თითოეულს გააჩნია 18 განსხვავებული ელფერი. ზარის ყოველ დარტყმას მოსდევს ადამიანის გაწმენდა მტანჯველი ნაკლისგან.


ჩინეთი

ახალი წელი ჩინეთში ტრადიციულად ცხადდება ღარიბების დღესასწაულად. ღარიბებს და მოხეტიალე ადამინებს ამ დღეს შეეძლოთ უსაფრთხოდ შესულიყვნენ ნებისმიერ ყველაზე მდიდრულ სახლშიც კი და ამოერჩიათ ის ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

ახალი წელი ჩინეთში აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალმთვარობისას. ქუჩაში საახალწლო მსვლელობები დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ქუჩებს ფანრებით რთავენ, რომლებსაც აუცილებლად აქვთ ჰოროსკოპის მიხედვით 12 ცხოველის ფორმა. წელიწადის სიმბოლო (წლის ჰოროსკოპის ნიშანი) კი საახალწლო ფანრების ძირითადი თემაა.


სხვადასხვა ქვეყანაში ახალ წელს განსხვავებულად ზეიმობენ. მაგრამ მთავარია ის, რომ ეს ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია მსოფლიოში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner