ავტორი მარიამ ტატიშვილი
მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „რეპორტიორს" საახალწლო ტრადიციებზე ესაუბრა და ქვეყანას თავისუფლება, ეროვნული სულის აღორძინება უსურვა.
„ტრადიციულად, ოჯახში ვხვდები ახალ წელს, მეორე დღეს კი ჩემი ნათესავები და მეგობრები ერთად ვიკრიბებით ხოლმე. აგრეთვე, არ მიყვარს ამის აფიშირება, ძალიან ხშირად ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ და არ აქვთ საშუალება, შეხვდნენ ახალ წელს ისეთ გარემოში, როგორშიც დანარჩენი ადამიანები ხვდებიან.
ქვეყანას ვუსურვებ თავისუფლებას, და აგრეთვე იმ ქრისტიანული, მართლმადიდებლური, მორალურ-ზნეობრივი ტრადიციებით ცხოვრებას, რომლითაც ჩვენი წინაპრები მოდიოდნენ საუკუნეებისა განმავლობაში და ქართული ეროვნული სულის აყვავებასა და აღორძინებას. ასევე ვუსურვებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.