logo_geo
eng_logo
როგორი იქნება ყვითელი ძაღლის წელი
- +

2 იანვარი. 2018. 18:15



როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ 2018 წელი, ყვითელი ძაღლის წელიწადი - საკმაოდ მშვიდი, ჰარმონიული და ნაყოფიერი იქნება. ამ წელს ადამიანები გაცილებით უფრო ტოლერანტულები, გამგებიანები და დიპლომატიურები გახდებიან ერთმანეთის მიმართ. ზოგადად მსოფლიოში წამოიწევს წინ ჰუმანურობის, საყოველთაო ძმობის და კაცთმოყვარეობის ტენდენცია.


ყვითელი ძაღლის წელი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ე.წ. „ღუზის ჩაშვების" და ნანატრი სიმშვიდის მოპოვების წელიწადი იქნება. ძალიან ბევრ ჩვენგანს ზუსტად ამ წელს მიეცემა შანსი შეიძინოს ნანატრი სახლი, დაოჯახდეს და იპოვოს ბოლოს და ბოლოს ის კომფორტი და სულიერი წონასწორობა, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ პოულობდა.


ტოლერანტულობის კოეფიციენტი გაიზრდება სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანებს შორის კომუნიკაციაში. პოლიტიკურ სარბიელზე კი რეალურად გაჩნდება შანსები, რომ აქამდე არსებული მწვავე კონფლიქტები გაცილებით უფრო მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოგვარდეს.


არაჩვეულებრივი წელია მოგზაურობისთვის და შემეცნების კუთხით. არ არის გამორიცხული ამ წელს მსოფლიომ იხილოს ახალი ტექნოლოგიები და პრეპარატები, რომელიც დიდ როლს ითამაშებს სამომავლოდ ჯანდაცვის სისტემაში.


უმართლებთ ადამიანებს ვისი ხასიათის თვისებებიც გამოირჩევა: სიმშვიდით, მეგობრულობით, მოთმინებით, ერთგულებით, პრაქტიკულობით, შრომისმოყვარეობით, ლოგიკური აზროვნებით, მიზანდასახულობით.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner