ავტორი მარიამ ტატიშვილი
„ჩემს ქვეყანას სტაბილურობის განცდას, ლარის კურსის დასტაბილურებას, გამძლეობასა და რაც მთავარია, მშვიდობას ვუსურვებ", - ამ თემაზე „რეპორტიორთან" ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების ყოფნა მას დიდ სტიმულს აძლევს ახალი წლისთვის.
„მინდა, ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ მიყვარს, ძალიან კარგები ვართ, ბევრი რამ გადავიტანეთ და მაქვს ისეთი განცდა, რომ ახალი სახეები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, ვგულისხმობ კახი კალაძეს, გიორგი გახარიას, კახი კახიშვილს, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევენ და ახალ წელს მათი წყალობით მშვიდად ვხვდები. მინდა, ეს კმაყოფილების განცდა მთელი წლის განმავლობაში მქონდეს. ამის საფუძველი არის და დარწმუნებული ვარ, რომ არ გვიღალატებენ", - აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.