logo_geo
eng_logo
ხარკოვში, ფოსტის შენობაში შეჭრილმა მამაკაცმა 11 მძევალი აიყვანა
- +

30 დეკემბერი. 2017. 20:00



ხარკოვში უცნობმა მამაკაცმა ფოსტის შენობა დაიკავა და მძევლები აიყვანა.


არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მძევლად 9 ზრდასრული და 2 ბავშვი აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე ასევე გამნაღმველებიც იმყოფებიან.


როგორც უკრაინული მედია წერს, მამაკაცი, რომელსაც მძევლები ჰყავს აყვანილი აცხადებს, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner