ხარკოვში უცნობმა მამაკაცმა ფოსტის შენობა დაიკავა და მძევლები აიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მძევლად 9 ზრდასრული და 2 ბავშვი აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე ასევე გამნაღმველებიც იმყოფებიან.
როგორც უკრაინული მედია წერს, მამაკაცი, რომელსაც მძევლები ჰყავს აყვანილი აცხადებს, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს.