logo_geo
eng_logo
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია
- +

31 დეკემბერი. 2017. 00:17



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში ხანძარი ჩააქრეს.


არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ღამით მთის ფერდობზე ბუჩქნარს მოეკიდა და დაახლოებით ერთ ჰექტარზე გავრცელდა.


წყალტუბოს მერის გია იოსელიანის თქმით, ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დროულად შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება.

 

„ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია, მოსახლეობამდე მისი გავცელების საშიშროება თავიდანვე არ არსებობდა, ვინაიდან ის ადგილი სადაც ხანძარი იყო, კილომეტრით არის დაცილებული დასახლებული პუნქტიდან. წყალტუბოს და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დროულად შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება", - განაცხადა გია იოსელიანმა.


ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner