logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: ეს დაახლოებით იგივეა, ბიზნესის კეთების უფლება მივცეთ მარტო ფირმებს და მოქალაქეებს წავართვათ
- +

22 აპრილი. 2016. 14:42


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

ლაპარაკია კანონპროექტზე, რომელიც გულისხმობს სისტემის შეცვლას 2020 წლიდან და მაჟორიტარული სისტემიდან მთლიანად პროპორციულზე გადასვლას.



საპარლამენტო ოპოზიციას კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი აქვს ალტერნატიული პროექტი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები წელსვე უნდა განხორციელდეს.



ფრაქცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ზაქრია ქუცნაშვილმა არ მოაწერა ხელი იმ ცვლილებას, რომელსაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავს.


 

ეს დაახლოებით იგივეა, რომ ბიზნესის კეთების უფლება მივცეთ მარტო ფირმებს და მოქალაქეებს წავართვათ ამის კეთების უფლება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner