logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: რეალურად, ქვეყანამ ფერი იცვალა...
- +

31 დეკემბერი. 2017. 12:27



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რეალურად, ქვეყანამ ფერი იცვალა. ნარკომანია, მამათმავლობა, პროსტიტუცია, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ყველა ტიპის გარყვნილება პროგრესად, სასურველად, საუკეთესოდ წარმოჩინდება. ამ უმსგავსოებას ხალხს გაყიდული ტელევიზიები კარგად შეფუთულს, ლამაზად გაფორმებულს თავაზობენ, როგორც საწამლავს ისე ასმევენ, ელოდებიან როდის მოკვდება და გაიხრწნება ყველაფერი ის სულიერი, რამაც გადაარჩინა საქართველო. ეროვნულობა, ტრადიციულობა, ოჯახისშვილობა, პატიოსნება, მორწმუნეობა - სიბნელედ, ჩამორჩენილობად და რეგრესად არის დახატული. ფაქტია, რომ საზოგადოების სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი ებმება ანტიქართული პროპაგანდის ქსელში, ზოგი ნებდება, ზოგს გონება უტრიალდება. ასე იღუპება დიდი ქართველი ერი, ასე მიდის უკან ერის სულიერების საქმე, ასე ირყვნება და ნადგურდება მომავალი თაობები. მხოლოდ ერთეულები არიან მზად, რომ ბოლომდე იბრძოლონ, თავი დადონ, სიცოცხლე გაწირონ, რათა ქართველი ერის იდენტობა და უნიკალურობა გადარჩეს. აი, იმ ერთეულებს გენაცვალეთ და იმ ერთეულებს გისურვებთ, რომ 2018 წელს გამარჯვება გეზეიმოთ. უფალი გფარავდეთ ქართველებო!" - წერს ბრეგაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner